აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 26 786 პირმა გაიკეთა

აჭარაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საერთო ჯამში 26 786 პირმა გაიკეთა. აჭარის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „ფაიზერით“ 3438 პირი, „ასტრაზენეკათი“ - 5578, „სინოფარმით“- 8051 და „სინოვაკით“ 9719 მოქალაქე აიცრა.
უწყების ცნობით, აჭარაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. კრიტიკულად მძიმედ, მართვით სუნთქვაზე 7 პაციენტი იმყოფება. აჭარაში კოვიდკლინიკებში კი 125 პაციენტი მკურნალობს.

























