ასოციაცია „საქართველოს SOS ბავშთა სოფელი” განცხადებას ავრცელებს

გვინდა გამოვეხმაუროთ მასმედიის საშუალებით გაჟღერებულ ინფორმაციას "საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის" მცირე საოჯახო სახლის მომსახურებაში წარსულში მომხდარ ორ სავარუდო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით.

ორგანიზაცია დიდ წუხილს გამოთქვამს იმის გამო, რომ ჩვენი ყოფილი ორი ბენეფიციარისთვის ტრავმული აღმოჩნდა მცირე საოჯახო სახლში ცხოვრება და ჩვენთვის, ძალიან მძიმე იყო მათი ისტორიების მოსმენა.

მოგახსენებთ, რომ 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში ფუნქციონირებდა მხოლოდ დიდი ზომის ბავშვთა სახლები, ასოციაციამ „საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი“ ერთ-ერთმა პირველმა შექმნა მზრუნველობამოკლებული ბავშვებისათვის მცირე საოჯახო სახლების მომსახურება. თითოეული სახლი განკუთვნილი იყო მაქსიმუმ 6 აღსაზრდელისათვის.

დღეისათვის, ქვეყნის მასშტაბით, ორგანიზაციის მართვის ქვეშ ფუნქციონირებს 23 მცირე საოჯახო სახლი, სადაც მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ აღიზარდონ ოჯახთან მიახლოებულ, მაქსიმალურად უსაფრთხო და მზრუნველ გარემოში. შესაბამისად, ორგანიზაციის პრიორიტეტია უზრუნველყოს თითოეული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების დაკმაყოფილება და მათი სრულფასოვანი განვითარება. აქედან გამომდინარე, ორგანიზაცია მუდმივად ნერგავს ბავშვთა კეთილდღეობის სფეროში საერთაშორისოდ აღიარებულ მიდგომებსა და სტანდარტებს, რაც პირდაპირ უკავშირდება ბავშვზე ზრუნვის მომსახურებების ხარისხის მართვას.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტი, რომ მომსახურების ხარისხის უზრუნველყოფას მეტწილად განაპირობებს მცირე საოჯახო სახლის მომსახურებებში დასაქმებული აღმზრდელების პროფესიული ღირებულებები და კვალიფიკაცია. თუმცა, პასუხისმგებლობის გადანაწილება რა თქმა უნდა ხდება ორგანიზაციაში დასაქმებულ ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებზეც. შესაბამისად, ორგანიზაციას გააჩნია მონიტორინგის შიდა სისტემა, რაც გულისხმობს პროფესიული ზედამხედველობის მექანიზმის არსებობას, მულტიდისციპლინარული მიდგომის გამოყენებასა და აღმზრდელთა უწყვეტი განთალების უზრუნველყოფას. ამასთანავე, ორგანიზაცია მრავალი წელია მჭიდროდ თანამშრომლობს სხვადასხვა უწყებასთან, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან, ასევე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან, რათა ალტერნატიული მონიტორინგის საფუძველზე დროულად დაადგინოს თითოეული მცირე საოჯახო სახლის ძლიერი და სუსტი მხარეები. ყველა ამ მექანიზმის არსებობა ხელს უწყობს ბავშვთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებული რისკების დროულ იდენტიფიცირებას.

თუმცა, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ მიუხედავად დღეს არსებული არაერთი პრევენციული მექანიზმისა, ყოველთვის არსებობს რისკი, რომ ბავშვზე ზრუნვის მომსახურებაში ადგილი ჰქონდეს არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. შესაბამისად, ორგანიზაცია გამოხატავს მაქსიმალურ მზაობასა და ღიაობას, კანონის ფარგლებში ხელი შეუწყოს ნებისმიერი სახის გამოძიების პროცესს; მეტიც, ორგანიზაციის დადგენილი პრაქტიკით უზრუნველყოს, როგორც ძალადობის სავარაუდო მსხვერპლი, ისე ყოფილი აღსაზრდელების ფსიქო-ემოციური და სამართლებრივი მხარდაჭერა. შესაბამისად, ორგანიზაციამ უკვე დაიწყო ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და სხვადასხვა დამოუკიდებელ უწყებასთან და ექსპერტთან მჭიდრო თანამშრომლობით, აქტიურად უზრუნველყოფს ყოფილ ბენეფიციარებთან დაკავშირებული ორივე შემთხვევის შესწავლას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ასოციაციისთვის „საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი“ ყველა გამოვლენილი ფაქტი, მიუხედავად შემთხვევის ხანდაზმულობისა, ყოველთვის ქმნის იმის წინაპირობას, რომ გადაისინჯოს ორგანიზაციაში არსებული მონიტორინგის მოქმედი სისტემები, რათა უზრუნველყოფილ იქნას თითოეული აღსაზრდელის უსაფრთხო და დაცულ გარემოში აღზრდა-განვითარება.

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო