გორის სოფელი ქიწნისი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი

გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქიწნისი 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

როგორც მათ ინფორმაციაშია აღნიშნული, პირველ ეტაპზე, სასმელ წყალს 150 ოჯახი მიიღებს, მომავალი წელს კი, 24-საათიანი წყალმომარაგებით მთელი სოფელი - 500 ოჯახი ისარგებლებს.

პროექტი მოიცავს 24 კმ-მდე ცენტრალური და შიდა ქსელის მოწყობას, ასევე, 4 ლოკაციაზე მოეწყობა კოშკურა და წყალშემკრები აუზი, ჯამში, 400 ტონა რეზერვუარით. განთავსდება საქლორატორო შენობები, გაიწმინდება და მოეწყობა ახალი ჭაბურღილები, დამონტაჟდება ინდივიდუალური მრიცხველები. სამუშაოების დასრულების შემდეგ სოფლის მოსახლეობა 24-საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. პროექტი გარდამავალია და მომავალ წელს დასრულდება.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სასმელი წყლის სისტემის მშენებლობა რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება და პროექტზე 1 750 000 ლარი დაიხარჯება.

სამუშაოების მიმდინარეობას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ადგილზე გაეცნო და მშენებლობის პროცესი დაათვალიერა.

„ჩვენი მთავარი გამოწვევაა, რომ ყველა ოჯახს ჰქონდეს სასმელი წყალი. ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ. ამ ეტაპზე თითქმის ყველა სოფელი უზრუნველყოფილია მეტ - ნაკლებად, მაგრამ არის უბნები, სადაც ჯერ კიდევ გვაქვს სისტემა მოსაწესრიგებელი. ამ სოფელს, 500 ოჯახს, 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენთვის და იმედი მაქვს, რომ ვადებში დასრულდება“, - განაცხადა თავზარაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა