მაისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლარის მიმართ საშუალოდ 3.4367-დან 3.3813- მდე (1.6 პროცენტით) გამყარდა, ხოლო ევროს მიმართ საშუალოდ 4.1018-დან 4.1070-მდე (0.1 პროცენტით) გაუფასურდა. ამის შესახებ ინფორამციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
ამავე ინფორმაციის თანახმად., თვის ბოლოს კი ლარის ოფიციალურმა გაცვლითმა კურსმა აშშ დოლარისა და ევროს მიმართ 3.2779 და 3.9922 შეადგინა, შესაბამისად.
„მაისში ლარი/დოლარის გაცვლითი კურსის მაქსიმალურმა მნიშვნელობამ - 3.4503, ხოლო მინიმალურმა 3.2635 შეადგინა. შესაბამისად, თვის განმავლობაში საშუალო კურსიდან მაქსიმალური გადახრა - 2.0 პროცენტი, ხოლო მინიმალური -3.5 პროცენტი დაფიქსირდა. საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე დოლარი რუსული რუბლის მიმართ საშუალოდ - 2.9 პროცენტით, ევროს მიმართ - 1.8 პროცენტით და სომხური დრამის მიმართ 1.1 პროცენტით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირის მიმართ 2.3 პროცენტით გამყარდა, აზერბაიჯანული მანათის მიმართ კი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.