დავით კირკიტაძე - ჩვენი განცხადებები ნიკა მელიას მერობაზე საერთოდ არ მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რომ თემურ ჭყონია იქნებოდა ქალაქის კარგი მერი - ყველანაირი სცენარისთვის მზად ვართ

მთავარი ჭირი უნდა მოვიშოროთ, ამიტომ ჩვენ ამ კუთხით მზად ვართ აბსოლუტურად ყველა იდეა განვიხილოთ, დავეთანხმოთ და ერთიანი სტრატეგია შევარჩიოთ. საჭიროა ბევრი მერობის კანდიდატი? - იყოს ბევრი, საჭიროა ერთი? - იყოს ერთი, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით კირკიტაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი არ არის რაც შეიძლება ბევრ ქალაქში წარადგინოს მერობის კანდიდატი ან ის თუ რამდენი წევრი ეყოლება საკრებულოებში.

მისივე განმარტებით, პარტიის წევრების განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნებში გამარჯვების თვალსაზრისით ნიკა მელია დედაქალაქის მერობის უალტერნატივო კანდიდატია, წინააღმდეგობაში არ მოდის იმასთან, რომ მაგალითად თემურ ჭყონია ქალაქის კარგი მერი იქნებოდა.

როგორც კირკიტაძე აცხადებს, ოპოზიციურ პარტიებს ბევრი იდეა აქვთ იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა წარსდგნენ არჩევნებზე და „ნაციონალური მოძრაობა“ ყველა მათგანის განხილვისთვის მზადაა.

„რატომ გგონიათ, რომ ჩვენ თემურ ჭყონიას მერობის იდეის რამე საწინააღმდეგო გვაქვს? ჩვენი განცხადებები ნიკა მელიას მერობასთან დაკავშირებით საერთოდ არ მოდის წინააღმდეგობაში იმასთან, რომ თემურ ჭყონია იქნებოდა ქალაქის კარგი მერი. ეს იდეა, რომელიც გაჟღერდა, ვთქვით, რომ ძალიან საინტერესოა და ამ იდეის განხორციელების პროცესში მზად ვართ, ჩავერთოთ და გადავდგათ გარკვეული ნაბიჯები, მაგრამ თქვენც ამჩნევთ, რომ ოპოზიციურ პარტიებში რამდენიმე იდეაა იმ სტრატეგიასთან დაკავშირებით, როგორ უნდა წავიდეთ ამ არჩევნებზე. ჩვენ ვართ ყველანაირი სცენარისთვის მზად. ჩვენ უპირველესად მიგვაჩნია და მთავარ ამოსავალ წერტილად მიგვაჩნია არა ის, „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენ მუნიციპალიტეტში გაიყვანს მერობის კანდიდატს ან რამდენი საკრებულოს წევრი ეყოლება - არა, ჩვენი მთავარი ამოცანაა ამ არჩევნებზე, რომ 43% ვერ უნდა აიღოს „ქართულმა ოცნებამ“. ამისთვის ჩვენ მზად ვართ აბსოლუტურად ყველა დონეზე, ყველა ქალაქსა და მუნიციპალიტეტში მივაღწიოთ შეთანხმებას თუ ეს სჭირდება ამ მიზნის მიღწევას. თუ საზოგადოებას სჭირდება მრავალფეროვანი არჩევანი, ამისთვისაც მზად ვართ, თუ გამოჩნდება ვინმე მენეჯერი, აპარტიული, მისი მხარდაჭერისთვისაც მზად ვართ. მთავარია, რომ ჩვენ ეს ჭირი, რომელიც მოგვეხვია თავზე, მოვიშოროთ, ამიტომ ჩვენ ამ კუთხით მზად ვართ აბსოლუტურად ყველა იდეა განვიხილოთ, დავეთანხმოთ და ერთიანი სტრატეგია შევარჩიოთ. საჭიროა ბევრი მერობის კანდიდატი? - იყოს ბევრი, საჭიროა ერთი? - იყოს ერთი“, - განაცხადა კირკიტაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს