„კარფურის” და Mastercard-ის საზაფხულო გათამაშება იწყება - სიურპრიზი 2 პერსონისთვის ყველა ფილიალში

„კარფური,“ საქართველოში წარმოდგენილი კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმის“ მიერ, რომელიც წლების განმავლობაში სთავაზობდა ერთგულ მომხმარებლებს სასიამოვნო სიურპრიზებსა და საჩუქრებს, აპირებს კვლავ გაახაროს ისინი ამ ზაფხულს ახალი კამპანიით, რომელსაც Mastercard-თან თანამშრომლობით იწყებს.

1-დან 21 ივლისის ჩათვლით, „კარფურის“ ერთგულ მომხმარებლებს დიდი სიურპრიზი ელოდებათ. მაი ქლაბის ბარათის ან აპლიკაციის მფლობელებს, ან კიდევ მათ ვინც გახდება მაი ქლაბის წევრი და ასევე ფილიალებში შოპინგის დროს Matercard-ით გადაიხდიან, შანსი აქვთ 2 არაჩვეულებრივი და დასამახსოვრებელი დღე გაატარონ უმაღლესი კლასის სასტუმროში „რედისონ ბათუმი“ ან „რედისონ ქოლექშენ წინანდალი“. ხოლო საგზური გათვალისწინებულია 2 პერსონაზე!

მართალია გათამაშება 1 ივლისიდან 21 ივლისამდეა, მაგრამ საგზური წლის ბოლომდე მოქმედებს და „კარფურის“ იღბლიან მომხმარებელს შეუძლია ის ნებისმიერ დროს გამოიყენოს.

ყოველდღიურად, სხვადასხვა ფილიალში 3 პრიზი გათამაშდება, შესაბამისად, გათამაშება ყველა ქალაქს მოიცავს: თბილისს, ბათუმს, რუსთავს, გორს, თელავს, ზუგდიდს და ფოთს.

წესები ძალიან მარტივია: „კარფურის“ წარმომადგენლები გვაფრთხილებენ, რომ მას შემდეგ, რაც მომხმარებლები გაატარებენ მაი ქლაბის ბარათს ბრენდის ნებისმიერ ფილიალში და გადაიხდიან Matercard-ით, მათ უნდა შეამოწმონ ქვითარი, სადაც, შესაძლოა, საგზურის მოგების შანსი აღმოაჩინონ!

ჰიპერმარკეტებისა და სუპემარკეტების უდიდესი ქსელი, „კარფური,“ 2012 წლიდან წამყვან ბრენდს წარმოადგენს ქართულ ბაზარზე. ბრენდის მიზანია, მომხმარებლებს შესთავაზოს უმაღლესი ხარისხის პროდუქცია ხელმისაწვდომ ფასად და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველ დღე.

აღსანიშნავია, რომ სხვა მრავალ მიღწევასთან ერთად, „კარფური“ ახლახანს საქართველოში 10 უმსხვილეს ინვესტორს შორის დასახელდა, რაც კიდევ ერთხელ ამტკიცებს მის დიდ წვლილს ადგილობრივ ეკონომიკაში.

გასულ წელს, „კარფურმა“ უკვე შესთავაზა მსგავსი გათამაშება მომხმარებლებს და გააბედნიერა ისინი შანსის მიცემით, მოეგოთ იღბლიანი ვაუჩერი და გაეტარებინათ 2 ღამე სასტუმრო „შერატონ ბათუმში“ ან სასტუმრო „რედისონ ქოლექშენ წინანდალში.“

შეგახსენებთ, რომ „კარფურმა“ ერთგული მომხმარებლისთვის დაგროვების პროგრამა შემოიღო.

იმისათვის რომ გახდე “მაი ქლაბ”-ის წევრი, საჭიროა დარეგისტრირდე “Carrefour Georgia”-ს აპლიკაციაში რომელიც ხელმისაწვდომია Play store-სა და APP store-ში.

  1. დარეგისტრირდით და დაიწყეთ „მაიქლაბ“ ბარკოდის გამოყენება სალაროსთან მისი წარდგენით კარფურში ყოველი ვიზიტისას, ან მიიღეთ “მაიქლაბ” ბარათი კარფურის მაღაზიებში.
  2. “მაი ქლაბის” ანგარიშზე დააგროვებთ 1 ქულას ყოველ დახარჯულ 1 ლარზე, “მაი ქლაბის” შერჩეულ კატეგორიებზე.
  3. 100 ქულა = 10 ლარს.
  4. ქულების გასახარჯად ანგარიშზე უნდა იქონიოთ მინიმუმ 100 ქულა.
  5. დააგროვე მეტი, დაზოგე მეტი!

იჩქარეთ გათამაშება ახლოვდება, სცადეთ ბედი და მიიღეთ მონაწილეობა! თქვენ შესაძლოა გახდეთ ის იღბლიანი, ვინც ისიამოვნებს „კარფურისა“ და „Matercardის“ მიერ მომზადებული დაუვიწყარი საჩუქრით!

(R)

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა