გორის მერია - გორის მერმა სასმელი წყლის პროექტი ადგილზე დაათვალიერა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ზერტში, ერთ - ერთი უბნის სასმელი წყლის სისტემა დაათვალიერა და ადგილობრივებს გაესაუბრა.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, სასმელი წყალი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზერტის ერთ-ერთ უბანში ყველაზე დიდი პრობლემა იყო, რომლის მოგვარებაც ადგილობრივების უშუალოდ მერთან კომუნიკაციის შემდეგ დაიგეგმა.

„120 - მდე ოჯახი სასმელ წყალს მეზობელი უბნებიდან ეზიდებოდა. სამუშაოების დასრულების შემდეგ, ადგილობრივები წყალს საკუთარ ეზოებში, ინდივიდუალური ონკანების საშუალებით იღებენ.

პროექტის ფარგლებში მოეწყო ჭაბურღილი, საქლორატორო, სადაწნეო კოშკი, სანიტარული ზონა, გამანაწილებელი ქსელი, ინდივიდუალური ონკანები და მრიცხველები. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 347 600 ლარი გაიხარჯა“,- აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა