"მეგატექნიკა" 25 წლის იუბილეს ოქროს ბრენდის სახელით ხვდება

საყოფაცხოვრებო ტექნიკის კატეგორიაში, მეგატექნიკამ გაიმარჯვა და მიიღო N1 ოქროს ბრენდის სტატუსი. მნიშვნელოვანია, რომ ეს ჯილდო განვლილი რთული წლის შეჯამებაა და მეგატექნიკამ წარმატებით გაართვა თავი პანდემიურ წელიწადს. სწორი სტრატეგიული გათვლის შედეგი აღმოჩნდა ის, რომ მეგატექნიკა მზად შეხვდა ონლაინ რეჟიმს და მთელი გუნდის დაუღალავი შრომის შედეგად მომხმარებელს შეუფერხებლად შეეძლო მისთვის საჭირო ტექნიკის შერჩევა და შეძენა ნამდვილად სახლიდან გაუსვლელად. აღსანიშნავია, რომ მეგატექნიკას ონლაინ მაღაზია სრულყოფილი იყო პანდემიამდეც და ეს ქმედება წინ გადადგმული ნაბიჯი იყო. ვებ-გვერდზე ჩაშენებული ლაივქოლერი კი ნამდვილად კონკურენტული უპირატესობა იყო, რომლის მეშვეობითაც მომხმარებელი სრულფასოვან ონლაინ კონსულტაციას იღებდა საიტზე უფასო ზარის მეშვეობით.

სწორი სტრატეგიული გათვლების და შორს ხედვის შედეგია ასევე ის, რომ მეგატექნიკას არ შექმნია პროდუქციის დეფიციტი და მომხმარებლის საჭიროების გათვალისწინებით აქცენტი აუცილებლად საჭირო ტექნიკაზე გაკეთდა, მოხდა ერთი ნაცადი სისტემიდან სრულიად ახალ, კრიზისულ სისტემაზე გადასვლა და რაც მთავარია სწორი შედეგის მიღება. ეს არის, ზუსტად კრიზისული მენეჯმენტის მაღალ დონეზე ცოდნა და კრიზისის დროს სწორი გადაწყვეტილების მიღების უნარი. ტექნოლოგიური სიახლეა ასევე ღრმა ანალიზების გასაკეთებლად Power BI პროგრამის გამოყენება, რაც საქართველოში ნამდვილად სიახლეა და მეგატექნიკა პირველი იყო ვინც ეს სიახლე კომპანიაში სრულყოფილად დანერგა.

მეგატექნიკა ექსკლუზიური და/ან ოფიციალური პარტნიორია ისეთი ბრენდების როგორიცაა Samsung, Hisense, Electrolux, Philips, Simfer, Whirlpool, Panasonic, Aux, Scarlett და სხვა... აღსანიშნავია, რომ ასეთი ბრენდების პროდუქციის შეძენა მეგატექნიკის მომხმარებელს კრიპტოვალუტითაც კი შეუძლია. სწორედ მეგატექნიკამ მოახერხა პირველმა საქართველოში ამ ახალი ტექნოლოგიის დანერგვა საკუთარ ონლაინ მაღაზიაში და მომხმარებელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გადახდის მეთოდები შესთავაზა.

ორი ახალი ფილიალის ერთდროულად გახსნაც მეგატექნიკის გუნდის დაუღალავი და ორგანიზებული მუშაობის შედეგია. საქმისადმი სიყვარული და პროფესიონალიზმის გამოვლენა ალბათ ერთ-ერთი მთავარი პუნქტია, რის გამოც მეგატექნიკა 2020 წლის N1 ოქროს ბრენდად დასახელდა. ზოგადად გვჯერა, რომ თუ ტექნოლოგიური სიახლეებით, სწორი სტრატეგიული გათვლებით და გუნდური მუშაობით ძლიერია კომპანია, მაშინ ის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს და ოქროს ბრენდის ჯილდოსაც დამსახურებულად იღებს.

მომხმარებლის გასაგებ ენაზე მოსაუბრე კონსულტანტები მეგატექნიკას ქსელს ნამდვილად გამორჩეულს ხდის და ეს არაერთი გონივრული ტრეინინგის თუ ვორქშოფის შედეგია. მეგატექნიკა დიდ ყურადღებას აქცევს როგორც მომხმარებლის ისევე დაქირავებული თანამშრომლის კმაყოფილებას და მომსახურების თვალსაზრისით მოწინავე პოზიციას იკავებს საყოფაცხოვრებო ტექნიკის ბაზარზე. მომხმარებლების ლოიალურობას ასევე განაპირობებს მოსალოდნელზე კარგი ფასი ტექნიკაზე. კარგი მომსახურებით და კარგი ფასით კი სწორი არჩევანი მიიღება, რაც წარმატების საწინდარია.

ოქროს ბრენდის ღირებულება შეუფასებელია. ის ზრდის მომხმარებლის ნდობას, აქცევს მას საერთაშორისო სავაჭრო ნიშნად, რომელსაც წარმატებით იყენებენ როგორც ქართული, ასევე საერთაშორისო ბრენდები. მოხარულები ვართ, რომ სწორედ მეგატექნიკამ აიღო ეს ჯილდო საყოფაცხოვრებო ტექნიკის კატეგორიაში.

შეგახსენებთ, რომ 26 ივნისს შატო მუხრანში Global Idea -ს და The FINANCIAL -ის მიერ ორგანიზებული, მედიაში ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეთექვსმეტე დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. ოქროს ბრენდი გახლავთ მთავარი ჯილდო წარმატებული ბიზნეს პროექტებისთვის საქართველოში, რომელსაც ღიად ირჩევენ ექსპერტები და მომხმარებლები.

(R)

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა