ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ახალი ავტოპარკი დაათვალიერა

ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა ახალი ავტოპარკი დაათვალიერა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ავტოპარკიდან უკვე დაწყებულია ავტობუსების გასვლა. ქალაქის მერი მძღოლებსა და ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდა.

„ვფიქრობ მრავალი წლის პრობლემა გადავჭერით. მოწესრიგებულ მუნიციპალურ ტრანსპორტს ათეულობით წელი ველოდით. აქ შექმნილი ინფრასტრუქტურა სრულიად აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს, რაც საშუალებას გვაძლევს მგზავრებს უკეთ მოვემსახუროთ “, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

„ავტოპარკის ტერიტორიაზე ღია ავტოსადგომი 90 ავტობუსზე მოეწყო, ავტოპარკინგი პერსონალისა და ვიზიტორებისთვის, გამწვანების, მოსასვენებლი და სარეკრეაციო ზონები, ადმინისტრაციული შენობა და სხვა დამხმარე ნაგებობები აშენდა. სამუშაოებისთვის 2 643 000 ლარი დაიხარჯა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა