გერმანიის ელჩი - შეკრების უფლება არის ის ფუძემდებლური უფლება, რაც კონსტიტუციამ განსაზღვრა - ჩემი და არც ერთი სხვა ელჩის გადასაწყვეტი არ არის, ჩატარდება თუ არა „პრაიდის" ღონისძიება

საქართველოში გერმანიის ელჩის ჰუბერტ ქნირშის განცხადებით, მათი გადასაწყვეტი არ არის, საქართველოში „თბილისი პრაიდის" ღონისძიება ჩატარდეს თუ არა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს კონსტიტუციით, ქვეყანაში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება დაცულია.

„საქართველოს კონსტიტუციაში გარანტირებული არის უფლება, რომ ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეიკრიბოს და თავისი პოზიცია გამოხატოს. შეკრების უფლება არის ის ფუძემდებლური უფლება, რაც კონსტიტუციამ განსაზღვრა. აქედან გამომდინარე, ჩემი და არც ერთი სხვა ელჩის გადასაწყვეტი არ არის, ჩატარდება თუ არა „პრაიდის" ღონისძიება. ეს არის ორგანიზატორების პრეროგატივა, მათ უნდა გადაწყვიტონ ჩაატარებენ თუ არა",-განაცხადა ქნირშმა.

ცნობისთვის, 1-ელიდან 5 ივლისის ჩათვლით, „თბილისი პრაიდის“ კვირეულის გამართვა იგეგმება. 5 ივლისს კი დაგეგმილია „ღირსების მარშის" გამართვა. „ღირსების მარშის" სლოგანი „გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა