გორში, გიორგი გახარიას პარტიის ოფისის გახსნის პარალელურად, გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები აქციას მართავენ

პარტია “საქართველოსთვის” გორში ოფისს ხსნის. ოფისის გახსნის პარალელურად, 2018 წლის 6 ივლისს გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი თორნიკე მერებაშვილის ოჯახის წევრები აქციას მართავენ. გარდაცვლილის მამის, მერაბ მერებაშვილის განცხადებით, გიორგი გახარია ჯერ შსს მინისტრობის, შემდგომ კი პრემიერის პოზიციიდან ოჯახს არაერთხელ დაპირდა დახმარებას და ობიექტურ გამოძიებას, თუმცა უშედეგოდ.

“გახარია დაგვპირდა, რომ ჩემი შვილის საქმე პირად კონტროლზე ჰქონდა აყვანილი, თუმცა 3 წლის თავზე სიმართლე არაა დადგენილი. ჩემი შვილი მოკლეს, მკვლელებს კი პოლიციამ ხელი დააფარა. აქ მოვედით იმიტომ, რომ მკვლელების მფარველებს ხელისუფლებაში ყოფნის უფლება არ აქვთ, შესაბამისად, ვაპროტესტებთ ამ პარტიის ოფისის გახსნასაც“, - განაცხადა მერაბ მერებაშვილმა.

18 წლის თორნიკე მერებაშვილის ცხედარი გორი-მეჯვრისხევის მაგისტრალზე, სოფელ ხელთუბნის მონაკვეთზე იპოვეს. თორნიკე მერებაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

ობიექტური გამოძიების მოთხოვნით ოჯახმა რამდენიმე მასშტაბური აქცია გამართა.

გაამართლა თუ არა მართვის მოწმობის ასაღები გამოცდის რეალურ მოძრაობაში გადატანამ და როგორია ჩაბარება-ჩაჭრის მაჩვენებელი? - ინტერვიუ შსს-ს მომსახურების სააგენტოს დირექტორის მოადგილესთან
კორნელი კაკაჩია - ამერიკელი ანალიტიკოსების აზრით, „საქართველო არის ქვეყანა, რომელმაც დაკარგა სტრატეგიული კომპასი“ და „ახლა ძრავაგაჩერებულ მანქანას ჰგავს, რომელიც ინერციით მოძრაობს“
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2022
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით, „ავეჯის აკადემიის“ საამქრო ახალი დანადგარებით აღიჭურვა
თბილისში „ელიტ ელექტრონიქსის“ ახალი კონცეფციის მაღაზია გაიხსნა
თბილისში „სმარტის“ 32-ე სუპერმარკეტი გაიხსნა
ბაზისბანკმა, შეღავათიანი აგრო კრედიტის ფარგლებში, ხილის გადამამუშავებელი ქარხანა დააფინანსა
ევექსი კლინიკებმა კამპანია - „გეკუთვნის“ დაიწყო
კახა ოქრიაშვილი - ჩვენი ეკონომიკა მინუსშია! დაბეჭდავენ ფულს, როგორც აქამდე და დაარიგებენ, ოღონდ ამ ფულით უფრო ნაკლებს ვიყიდით, ვიდრე დღეს ვყიდულობთ
წარმატება, რომელსაც BTU-მ 6 წლის განმავლობაში მიაღწია
ქართული ხალხური სიმღერის გამორჩეულ ოსტატსა და ლოტბარს, ტრისტან სიხარულიძეს სპეციალური ჯილდო - „მადლიერების ჩიტი“ გადაეცა