„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას პარლამენტიდან მიმართეს, მიიღოს ზომები, რათა „პრაიდის“ კვირეულში მათი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იყოს

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას პარლამენტიდან მიმართეს, მიიღოს ზომები, რათა „პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში მათი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იყოს. მათ სპეციალური ბრიფინგი პარლამენტში, უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ოპოზიციონერ დეპუტატებთან ერთად გამართეს.

ამასთან, პარლამენტის წევრებმა ხათუნა სამნიძემ და ანა წითლიძემ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს მიმართეს, დროულად დანიშნოს კომიტეტის სხდომა, სადაც შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პრაიდის უსაფრთხოდ ჩატარების თაობაზე კითხვებს უპასუხებს.

"ვისურვებდი ეს კვირეული ჩატარდეს მშვიდობიანად - ისე როგორც ეს ევროპულ ქვეყანას შეეფერება, სადაც დაცულია ადამიანის უფლებები, სადაც კანონის წინაშე ყველა თანასწორია და ყველა თანაბრად სარგებლობს კონსტიტუციით დაცული უფლებებით. სამწუხაროდ, გვესმის ძალიან მძიმე მუქარის ტექსტები და კონკრეტული ჯგუფების მხრიდან ძალადობისკენ მოწოდება. ასეთ ვითარებაში ჩვენ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში დავიბარეთ, რათა მან ყველა კითხვას უპასუხოს და გვქონდეს გარანტია, რომ „პრაიდის“ კვირეული სწორედ ისე ჩატარდება, რომ თითოეული ადამიანის უფლება იქნება დაცული. სამწუხაროდ, დღემდე პასუხი არ გვაქვს, რითაც პარლამენტის რეგლამენტი ირღვევა. მინისტრი ვალდებულია, მოვიდეს პარლამენტში და კითხვებს პასუხი გასცეს", - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

"თბილისი პრაიდის" ორგანიზატორების თქმით, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს კონსტიტუციით დაცული უფლების რეალიზება. მათ იმედი გამოთქვეს, რომ „პრაიდკვირეულის“ მშვიდობიანად შესძლებენ.

“სახელმწიფომ უსაფრთხოების ძალიან მკაფიო გარანტიები უნდა მოგვცეს. მარში იქნება მშვიდობიანი და მშვიდობიანი მარშის უსაფრთხოება სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს. ანტიდისკრიმინაციული კანონი მიღებულია "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში და მათ უნდა აღასრულონ ის, რაც ამ კანონში წერია", - განაცხადა თბილისი პრაიდის გამგეობის წევრმა ნინია კაკაბაძემ.

იხილეთ ვიდეო:„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას პარლამენტიდან მიმართეს, მიიღოს ზომები, რათა „პრაიდის“ კვირეულში მათი უფლებები და უსაფრთხოება დაცული იყოს

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.08.2025
ახმედ ალილი - არც იმას გამოვრიცხავ, რომ რუსეთმა სამხრეთ კავკასიაში ვითარების დესტაბილიზაციისთვის პოლიტიკური მკვლელობების ორგანიზებაზე თქვას უარი
ამანათებისა და ტვირთების სახმელეთო ტრანსპორტირება ჩინეთიდან
შპს „გეა“ კონკურენციის სააგენტოს გადაწყვეტილებას არ ეთანხმება
„ბლოქსი ორთაჭალა“ - ახალი საცხოვრებელი კომპლექსი თბილისში!
SPRIBE-მა შპს ავიატორის წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის სასამართლოში წინასწარი უზრუნველყოფის საქმე მოიგო
„რძის სკანდალთან“ დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ „ჩირინას“ საჩივარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა - დავა უზენაეს სასამართლოში გაგრძელდება
ქონების დაზღვევა, როგორც ფინანსური სტაბილურობის საყრდენი - „არდი“ აჭარისა და გურიის რეგიონის საგაზაფხულო დიდთოვლობის შედეგებს აჯამებს