ბესარიონ სიმონიშვილი გორში, დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობის პროცესს გაეცნო

მენაშენეების პროექტის ფარგლებში, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ გორში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის მიზნით 68 ბინა შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.

ბინების მშენებლობის პროცესს სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი და შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული ვალერიან მჭედლიძე ადგილზე გაეცნენ.

„საცხოვრებელი ფართები ადმინისტრაციული დაპირების მქონე იძულებით გადაადგილებული ოჯახებისთვის არის განკუთვნილი და სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, გარემონტებული ბინები დევნილებს მიმდინარე წლის ზაფხულში გადაეცემათ“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა