თორნიკე რიჟვაძე - „ნაცმოძრაობას“ მინდა ვუთხრა, ვერანაირი მიზეზით ვერ ახსნიან იმ მოსალოდნელ მარცხს, რომელსაც ყველა მუნიციპალიტეტში ვპირდებით, განსაკუთრებით ხულოში

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ აჭარაში „ქართული ოცნება“ პირველივე ტურში გაიმარჯვებს და ხმების 70 პროცენტს მიიღებს.

თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებს მიმართა.

მან აღნიშნა, რომ აჭარის ახალი ბიუჯეტი არის ეკონომიკური აღდგენის ბიუჯეტი, რომელიც თითოეულ მოქალაქეზე აისახება.

,,ნაცმოძრაობას მინდა ვუთხრა, ვერანაირი მიზეზით ვერ ახსნიან იმ მოსალოდნელ მარცხს, რომელსაც აუცილებლად ვპირდებით ძალიან მალე ყველა მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით ხულოში, ჩვენ ვგეგმავთ პირველივე ტურებში გამარჯვებას 70%-ზე მეტი მაჩვენებლით. ამ ყველაფერში მნიშვნელოვანი იქნება მოსახლეობის მხარდაჭერა", განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო