ფატი ხალვაში და ცოტნე ანანიძე სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოსა და გენდერის დეპარტამენტის მიერ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ

აჭარის უმაღლესი საბჭოს გენდერული თანასწორობის საბჭოსა და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეები - ფატი ხალვაში და ცოტნე ანანიძე სახალხო დამცველის აპარატის დასავლეთ საქართველოს რეგიონული სამმართველოსა და სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მიერ გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრა, რომლის მთავარი თემა - „ გენდერული მეინსტრიმინგი; მუნიციპალიტეტების გენდერული პოლიტიკის შეფასება და თემატური მიმართულებები“ იყო, ზუმის პლატფორმის მეშვეობით გაიმართა.

„წარდგენის დასრულების შემდგომ, აღნიშნულ საკითხებზე გაიმართა დისკუსია და მასში აჭარის მუნიციპალიტეტებში მოქმედი გენდერული თანასწორობის საბჭოების წარმომადგენლები და გენდერის მიმართულებით პასუხისმგებელი პირები მონაწილეობდნენ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა