აკვაპარკ „ანაკლიაში“ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე აკვაპარკ „ანაკლიაში“ საზაფხულო სეზონი ოფიციალურად გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს.
გახსნის ღონისძიებას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა დაესწრო.
როგორც კონსტანტინე კაკავამ აღნიშნა, აკვაპარკ „ანაკლიაში“ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ყველა რეკომენდაცია იქნება გათვალისწინებული და ანაკლია-განმუხური მზადყოფნაშია ვიზიტორების მისაღებად.
„პანდემიიდან გამომდინარე, აკვაპარკში ერთდროულად 400 -ზე მეტი ადამიანი არ დაიშვება და დილის 11:00 -დან 19:00 საათამდე იმუშავებს, გარდა წვიმიანი დღეებისა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

























