სამინისტროს ინფორმაციით, წნორში დამატებით 1500 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობს

წნორში დამატებით 1500 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
სამინისტროს ინფორმაციით, წნორში, 24 საცხოვრებელ კორპუსში მრიცხველები დამონტაჟდა, წყალმომარაგების შიდა სისტემა და წნევიანი მაგისტრალი სიგრძით 2400 მეტრი მოეწყო. პროექტი 1 თვეში დასრულდება, თუმცა, აღნიშნული სამუშაოების შედეგად, დამატებით 1500 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს. „საქართველოს მასშტაბით მოსახლეობის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ქალაქ წნორში, 24 საცხოვრებელ კორპუსში მრიცხველები დამონტაჟდა,წყალმომარაგების შიდა სისტემა და წნევიანი მაგისტრალი სიგრძით 2400 მეტრი მოეწყო. პროექტი 1 თვეში დასრულდება, თუმცა, აღნიშნული სამუშაოების შედეგად, დამატებით 1500 ადამიანი სტაბილური წყალმომარაგებით უკვე სარგებლობს. პროექტის განხორციელებამდე მოსახლეობას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებოდა. სამუშაოებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან, მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა.
წნორის დანარჩენი მოსახლეობა, კი (5 000-მდე ადამიანი) დაახლოებით ერთი წელია უწყვეტი წყალმომარაგებით სარგებლობს.
ადგილობრივების სტაბილური წყალმომარაგებისთვის პროექტი ორ ეტაპად განხორციელდა. პირველი ეტაპის სამუშაოები 2018 წელს დასრულდა. მეორე ფაზის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა საქლორატოროს, წყლის სათავე ნაგებობა, სატუმბო სადგური და ჭაბურღილები,მოეწყო.
პროექტი, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. სამუშაოებს 5 მილიონ ლარზე მეტი მოხმარდა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

























