გურჯაანის მცხოვრები, 33 წლის ქალი მეზობელს გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის მცხოვრები, 33 წლის ქალი 41 წლის მეზობელს მუქარაში, ძალადობასა და გაუპატიურების მცდელობაში ადანაშაულებს.

როგორც ქალი აცხადებს, შემთხვევა რამდენიმე თვის წინ მოხდა.

ქალის ინფორმაციით, თანასოფლელი კაცი ხშირად სვამდა, ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის დროს კი მასთან სახლში მივიდა და ძალის გამოყენებით საკუთარ საცხოვრებელში წაიყვანა.

მისივე თქმით, მეზობელმა მას მუქარის მეშვეობით ტანსაცმლის გახდა მოსთხოვა, სახეზე დაზიანებები მიაყენა და გაუპატიურება სცადა. აღსანიშნავია, რომ ქალი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირია.

„მე და დედა ვიყავით სახლში მარტო. ფეხის ხმა გავიგე და შემეშინდა. შემოვარდა ნასვამი, მომკიდა ხელი და წამათრია მისი სახლისკენ. მე წინააღმდეგობას ვერ ვუწევდი, ვერც დედა, ამიტომ დედამ პოლიციას აცნობა. მაიძულებდა ტანსაცმელი გამეხადა. არ მინდა შენთან, მეზობლები ვართ, როგორ შეიძლება-მეთქი, ვეუბნებოდი. ის კიდევ მკბენდა სახეზე და ძალადობდა. მერე პოლიციაც მოვიდა. ვითხოვ კანონის ფარგლებში დაისაჯოს“, - აცხადებს ახალგაზრდა ქალი.

სამართალდამცავებმა მამაკაცი სახლში იმ დროს დააკავეს, როცა ქალი ჯერ კიდევ მასთან იმყოფებოდა. ჩატარებულია ყველა შესაბამისი ექსპერტიზა. დაზარალებულის ინტერესებს „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ იურისტი იცავს.

გამოძიება გაუპატიურების მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მოძალადეს 14 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უკრაინაში შედგენილ სასანქციო სიაზე მომუშავე ჯგუფის წევრი სვეტლანა მუსიიაკა - სიაში დღეისთვის 19 ათასი ადამიანია, თუმცა ეს საწყისი ეტაპის სამუშაოა და სანქციებზე საბოლოო გადაწყვეტილება დამოკიდებული იქნება უსაფრთხოების საბჭოსა და შემდეგ უკვე პრეზიდენტზე
ქართული პრესის მიმოხილვა 29.09.2022
ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ვებ-გვერდ ss.ge-ზე ვიზიტორთა რაოდენობა 60 000-მდე გაიზარდა, მათ შორის 30% უცხო ქვეყნის მოქალაქეა
WhiteBit კრიპტოვალუტის ბირჟაზე ხელმისაწვდომი გახდა დოლარისა და ევროს გატანა Visa/Mastercard-ზე, ისევე როგორც უკრაინული გრივნის გატანა IBAN საბანკო ანგარიშის ნომერზე
„ჰიუნდაი ავტო საქართველომ“ 25 წლის იუბილე აღნიშნა
უძრავი ქონების პლატფორმას - Georgia Real Estate ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
ბაზისბანკი, ბიზნესის დაკრედიტების ზრდის ტემპით, პირველ ადგილზეა
PSP “ჯანმრთელობის პროგნოზი“ - ახალ კამპანიას იწყებს
„ფარმადეპოში“ თურქული მედიკამენტების ასორტიმენტი გაიზარდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ფონდ "ნატვრის ხის" საქველმოქმედო კონცერტი გაიმართა
VISA-ს და „ბიბლუსის“ ერთობლივი შეთავაზება მომხმარებელს - 30%-იანი ფასდაკლება სრულ ასორტიმენტზე
კომპანია FINA-ს წარმატების ისტორია - 11 წელი ბაზარზე