ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ  პოლიციელს და მამა-შვილს ბრალი წარედგინა

ზესტაფონში მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ბრალი წარედგინათ. მათ გამოძიება დანაშაულში მონაწილეობას სხვადასხვა მუხლით ედავება. დაკავებული პოლიციელის უფლებადამცველის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წაყენებულ ბრალს არ აღიარებს და კვლავ დუმილის უფლებას იყენებს.

რაც შეეხება დაკავებულ მამა-შვილს, მათ გამოძიება განზრახ მკვლელობას და ნივთმტკიცების განადგურებას ედავეება. დაკავებულების სასამართლო პროცესი, სავარუდოდ, დღეს გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მკვლელობა 29 ივნისს მოხდა. არსებული ინფორმაციით, 31 წლის ვანო ბანცაძე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე სამი პირი დააკავეს. მათგან ერთ-ერთი პოლიციელია, რომლის იარაღიდანაც მოხდა გასროლა. ასევე დაკავებულია მამა-შვილი. მამას განზრახ მკვლელობას, შვილს კი მტკიცებულების განადგურებას ედავებიან.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს