გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანასწორობისა და ანტიდისკრიმინაციული კომიტეტის წარმომადგენლებს, ქრისტოფ ლაკრუას და ჯიორჯიო ლოდოს შეხვდა.

გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურატურის ადამიანის უფლებათა სამმართველოს უფროსი სალომე შენგელია, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილე ვაჰაგ მურადიანი და ევროპის საბჭოში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მდივანი ალექსანდრე რამიშვილი ესწრებოდა.

„გენერალური პროკურორის მოადგილემ შეხვედრის მონაწილეებს დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულებზე საქართველოს პროკურატურის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ასევე, ნათია მერებაშვილმა იმ რეფორმებისა და პროგრესის შესახებ ისაუბრა, რომელიც 2016 წლიდან პროკურატურაში აღნიშნული მიმართულებით განხორციელდა.

შეხვედრაზე, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა პროკურატურაში დანერგილ პროკურორთა სპეციალიზაციაზე დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართულებით, რომლებზეც სისხლისსამართლებრივ დევნას მხოლოდ სპეციალიზებული პროკურორები ახორციელებენ. შეხვედრის მონაწილეებს ასევე, სტატისტიკური მონაცემები მიეწოდათ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ. როგორც საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილემ აღნიშნა, პროკურორთა სპეციალიზაცია მკვეთრად ზრდის შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ დანაშაულზე ეფექტიან რეაგირებას და ეს პროგრესი სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მაჩვენებლის ზრდაზეც აისახა.

შეხვედრის ფარგლებში, საუბარი შეეხო მსხვერპლზე და დაზარალებულზე ორიენტირებულ მხარდამჭერ მიდგომებს, გამოწვევებს, ასევე, პროკურატურის მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის როლს და ფუნქციებს. ხაზი გაესვა ევროპის საბჭოს მხარდაჭერითა და საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით უწყებებს შორის გაფორმებული მემორანდუმის მნიშვნელობას, დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულის სტატისტიკის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად წარმოებას, მონაცემთა ერთიანი, სრულყოფილი, ზუსტი და გამჭვირვალე სისტემის შექმნას და გამოქვეყნებას.

გარდა ამისა, შეხვედრის მონაწილეებმა უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების და სისხლისსამართლებრივი დევნის შესახებ არსებული საკითხები განიხილეს და პროკურორებისთვის შემუშავებულ სახელმძღვანელო მითითებებსა და სპეციალური სტატისტიკის წარმოებაზე ისაუბრეს.

შეხვედრის დასასრულს მხარეებმა, შემდგომი თანამშრომლობის გაღრმავებისა და დისკრიმინაციის ნიშნით შეუწყნარებლობით მოტივირებულ დანაშაულებთან ბრძოლის მიმართულებით, ძალისხმევის გაძლიერების კუთხით მზაობა გამოხატეს“,- აღნიშნავენ უწყებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო