იმერეთის რეგიონის მათემატიკის საუკეთესო დამწყებ მასწავლებლად ქუთაისელი ქრისტინე მაჭარაძე დასახელდა

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი მოეწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

მერიის ინფორმაციით, ღონისძიებას, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით გაიმართა, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი დაესწრო.

მათივე ცნობით, ქუთაისში ასევე USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამის ხელმძღვანელი ნენსი პარქსი იმყოფებოდა.

„დღეს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მხარდაჭერით დამწყებ პედაგოგთა რეგიონულ კონკურსში ჩვენი რეგიონიდან 3 მასწავლებელი გამოარჩიეს და აქედან ერთი ქუთაისელი გახლავთ, რაც ძალიან მახარებს.

მინდა ეს აღიარება მივულოცო 22 წლის ქრისტინე მაჭარაძეს, რომელიც ქუთაისის 33-ე საჯარო სკოლის პედაგოგია. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები, ჩვენს ხელისუფლებასთან ერთად მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობენ განათლების სფეროს განვითარებას",- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

ცნობისთვის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID -ის საბაზისო განათლების პროგრამა მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობას წიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, პრობლემის გადაჭრისა და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას ისახავს მიზნად. პირისპირი და ონლაინ ტრენინგები, ქოუჩინგის სესიები, პროფესიული განვითარებისთვის საჭირო მრავალფეროვანი რესურსები და აქტივობები განკუთვნილი იქნება, როგორც ქართულენოვანი, ისე არაქართულენოვანი საჯარო სკოლების დაწყებითი საფეხურის ყველა მასწავლებლისთვის და სკოლის დირექტორისთვის.

ვანო მაჭავარიანი -  თუ ხელისუფლებამ არ იაქტიურა, იყოს უკრაინა-მოლდოვა- საქართველოს სამეულის ნაწილი, ჩვენ აღმოვჩნდებით უკრაინა-მოლდოვას ევროპული და ატლანტიკური მომავლის მიღმა, რაც ქვეყნისთვის კატასტროფა იქნება
ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2022
ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა და საქართველოს ეროვნული ინტერესები
ტერაბანკისა და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, კახეთში სასტუმრო „ისევ ყვარელი“ განახლდა
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე