შალვა პაპუაშვილი - აშკარაა, რომ გახარიას გუნდს არ აქვს ცალკე პოლიტიკა და დღის წესრიგი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის ნაწილი „ქართული ოცნების“ დასაზიანებლად

გიგი უგულავა, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგის პოლიტიკოსი პირდაპირ მოუწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ ფლანგის მხარდამჭერებს, არჩევნებში ხმა მისცენ გიორგი გახარიას“ , - განაცხადა პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ეს პირდაპირ ადასტურებს, ერთ რამეს, რომ გიორგი გახარიას ცალკე პოლიტიკური დღის წესრიგი არ აქვს.

„მისი დღის წესრიგი პირდაპირ ემთხვევა „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგს, რამენაირად დააზიანონ „ქართული ოცნება“ და მისი მხარდაჭერა 43 %-ს დაუახლოვონ. ამიტომ, მგონი უკვე ცალსახად აშკარაა, რომ გახარიას გუნდს არ აქვს ცალკე პოლიტიკა და დღის წესრიგი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგის ნაწილი „ქართული ოცნების“ დასაზიანებლად. სამწუხაროა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი და „ქართული ოცნების“ გუნდის ყოფილი წევრი არის ნაწილი იმ კამპანიისა, რომლის ერთადერთი მიზანია „ქართული ოცნების“ დაზიანება, ეს სამარცხვინოა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, შეიძლება ზოგიერთმა ამ შემთხვევაშიც განმარტოს, როგორც დამთხვევა, „მაგრამ უკვე ძალიან ბევრი დამთხვევაა იმისთვის, რომ ამ დამთხვევებში ვიპოვოთ კანონზომიერება“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა