სს „რუსთავის აზოტში“,  პარლამენტარები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მონიტორინგის მიზნით იმყოფებოდნენ

საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა და მერის მოადგილე დავით იშხნელი, სს ,,რუსთავის აზოტში“ იმყოფებოდნენ.

პარლამენტარები, მხარისა და ქალაქის პირველი პირები, საწარმოს ხელმძღვანელობას, მუშა-მოსამსახურეებს გაესაუბრნენ და საამქროებში არსებულ მდგომარეობას კიდევ ერთხელ ადგილზე გაეცნენ.

რუსთავის მერიის ინფორმაციით, შეხვედრაზე, „რუსთავის აზოტში“ დასაქმებულთა შრომითი პირობების გაუმჯობესებასა და საწარმოში ამჟამად მიმდინარე პროექტებზე, ასევე სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.

,,აზოტის“ თანამშრომლების თხოვნით, ჩვენ პირველად როდესაც შევედით საწარმოს ტერიტორიაზე, გარკვეულწილად მძიმე პირობები დაგვხვდა სველ წერტილებთან დაკავშირებით. ჩვენ ვთხოვეთ ხელმძღვანელობას დაეწყოთ აქტიური მუშაობა, იმისათვის, რომ ამ ადამიანების სამუშაო პირობები გაუმჯობესებულიყო. დღეს ჩვენ დავათვალიერეთ უკვე ჩატარებული და მიმდინარე სამუშაოები, რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი, კიდევ უფრო მეტია გასაკეთებელი, იმისთვის, რომ რუსთავში დასაქმებულ ადამიანებს ღირსეული სამუშაო პირობები ქონდეთ, დარწმუნებული ვარ, „აზოტის“ ხელმძღვანელობა ამისთვის ყველაფერს გააკეთებს“, - განაცხადა რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ.

როგორც ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა განაცხადა,“აზოტის“ ხელმძღვანელობამ სოციალური პოლიტიკის გასაჯანსაღებლად, ასევე შრომითი პირობების გაუმჯობესების მიზნით, ძალიან ნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა.

,,ცოტა ხნის წინ, აქ დასაქმებულების მხრიდან, ხელმძღვანელობის მიმართ იყო უკმაყოფილება სახელფასო პოლიტიკისა და ზოგადად, ადგილზე არსებული სამუშაო პირობების გამო. დღეს ჩვენ გავეცანით იმ ცვლილებებს, რაც უკვე განხორციელდა. რეალურად შთამბეჭდავია, ის რაც ადგილზე ვნახეთ, საამქროებში მოწესრიგდა გათბობისა და გაგრილების სისტემა, სველი წერტილები და მიმდინარეობს სხვა ძალიან მნიშვნელოვანი განახლებები, რაც ხელს შეუწყობს აქ დასაქმებული რუსთაველების ყოფის გაუმჯობერსებას“, - განაცხადა შოთა რეხვიაშვილმა.

რუსთავის მერის ირაკლი ტაბაღუას განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან, მონიტორინგი იმ შეთანხმების განხორციელებაზე, რაც ორი თვის წინ შედგა მუშებსა დაა საწარმოს ადმინისტრაციას შორის, მომავალშიც გაგრძელდება.

,,ჩვენ ყველა მომსწრენი ვიყავით იმ მოვლენების რაც ,,აზოტში“ განვითარდა ორი თვის წინ. მაშინ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის გაფორმებულიყო შეთანხმება, რომლის მონიტორინგზეც ჩვენ თავშივე განვაცხადეთ თანხმობა. დღეს სწორედ ამ მიზნით ვიყავით საწარმოში, ვნახეთ ის საამქროები, სადაც გარკვეული ცვლილებები უკვე მოხდა, გავეცანით სიტუაციას თუ რა გაკეთდა და რა არის კიდევ დაგეგმილი, იმისათვის, რომ აქ დასაქმებულების სამუშაო პირობები და ყოფა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს“, - განაცხადა რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

„ცნობისთვის, რუსთავის ,,აზოტის“ მუშები სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და ხელფასების გაზრდის მოთხოვნით ორი თვის წინ გაიფიცნენ. მოთხოვნების შესრულებამდე, გაფიცული მუშები სამუშაო ადგილებთან დაბრუნებაზე უარს აცხადებდნენ. რამდენიმედღიანი საპროტესტო აქციებისა და გაფიცვის შემდეგ, ,,აზოტის“ ხელმძღვანელობამ მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე თანხმობა განაცხადა. მხარეებს შორის მოლაპარაკებების პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართულები საქართველოს პარლამენტში რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე, პარლამენტარი ალექსანდრე დალაქიშვილი, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა