ნინო ლაცაბიძე - თითოეულმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ღირსეული სამუშაო გარემოს  შექმნა

თითოეულმა საწარმომ უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა, როგორც უსაფრთხოების, ასევე ღირსეული სამუშაო გარემოს შექმნა, - ამის შესახებ რუსთავის მაჟორიოტარმა დეპუტატმა ნინო ლაცაბიძემ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან აცნობეს, პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო ლაცაბიძე დღეს, პარლამენტის წევრ ალექსანდრე დალაქიშვილთან, ქვემო ქართლის გუბერნატორ შოთა რეხვიაშვილთან და ქალაქის მერთან ირაკლი ტაბაღუასთან ერთად იმყოფებოდა რუსთავის აზოტის ქარხანაში, სადაც ისინი შეხვდნენ საწარმოს ხელმძღვანელობას და აზოტში დასაქმებულ პირებს, ადგილზე დაათვალიერეს მიმდინარე პროექტები, რომელიც წელს განხორციელდა.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, მათ ისაუბრეს მთავარ გამოწვევებზე და სამუშაო პირობების გაუმჯობესებაზე, ასევე სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა