მასწავლებელთა აღიარების რეგიონულმა კონკურსმა იმერეთის რეგიონის გამარჯვებული მასწავლებლები გამოავლინა

მასწავლებელთა აღიარების რეგიონულმა კონკურსმა იმერეთის რეგიონის გამარჯვებული მასწავლებლები გამოავლინა

ქუთაისში, აკ. წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იმერეთის რეგიონის საუკეთესო მასწავლებლების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა. გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის ინფორმაციით, კონკურსის გამარჯვებულები გახდნენ:

1.იმერეთის რეგიონის მათემატიკის საუკეთესო დამწყები მასწავლებელი

ქრისტინე მაჭარაძე - (ქ. ქუთაისის N33 საჯარო სკოლა)

2.იმერეთის რეგიონის კითხვის (ქართული ენის და ლიტერატურის) საუკეთესო მასწავლებელი

ნანა ბურძენიძე - (ქ. ჭიათურის N4 საჯარო სკოლა)

3.იმერეთის რეგიონის მათემატიკის საუკეთესო მასწავლებელი

შორენა ქავზინაძე - (ქ. ხონის N3 საჯარო სკოლა)

„წელს პირველად, USAID-ის საბაზისო განათლების პროგრამისა და გუდავაძე-პატარკაციშვილის ფონდის თანამშრომლობით, მასწავლებელთა აღიარების რეგიონული კონკურსი ტარდება, რომელიც საქართველოს ყველა რეგიონში დაწყებითი განათლების მშობლიური ენისა და მათემატიკის საუკეთესო მასწავლებლებს გამოავლენს.

რეგიონული კონკურსის მიზანია წარმოაჩინოს და წაახალისოს მოტივირებული, შემოქმედებითი, გამოცდილი თუ ახალბედა მასწავლებლები, და ამავდროულად, გაზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა დაწყებითი განათლების, კერძოდ კითხვისა და მათემატიკის მნიშვნელობის შესახებ“, - ნათქვამია ინფორმაციაში.