რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდიდან ტრაილერი გადავარდა და ცეცხლი გაუჩნდა

რუსთავი-ლილოს დამაკავშირებელ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ტრაილერის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და რუსთავი-გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდიდან გადავარდა. სატვირთო ავტომობილს სიმაღლიდან ვარდნის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა.
ადგილზე მობილიზებულია სამი სახანძრო-სამაშველო ბრიგადა, საპატრულო პოლიცია, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა.
ფოტო: „ინფო რუსთავი"

























