ზუგდიდში, ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ცვანეს ადმინისტრაციულ ერთეულში, ერგეტის ცენტრიდან ცვანეს ცენტრამდე და ცვანეს ცენტრიდან ანაკლიის ზღვის სანაპირომდე გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ინფორმაციას ზუგდიდის მერია ავრცელებს

სამუშაო პროცესს ადგილზე მერის მოვალეობის შემსრულებელი კონსტანტინე კაკავა, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერია და ზედამხედველობის სამსახურის უფროსი გიგა მელია გაეცნენ.

როგორ მერიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, გზა წლების განმავლობაში ავარიული იყო და მოსახლეობას პრობლემას უქმნიდა. გზის რეაბილიტაცია კი მნიშვნელოვანია როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ისე ტურისტებისთვისაც.

„ცვანეში, გზასთან ერთად მოეწყობა მიერთებები, საგზაო ნიშნები და ეზოებში შესასვლელები. სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 388 000 ლარს შეადგენს.

ცვანესა და ხეცერაში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 48-ვე ადმინისტრაციულ ერთეულს ცენტრამდე განახლებული გზა დააკავშირებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს