ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც “ინტერპრესნიუსს“ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში
განუცხადეს, ადგილზე 50 მეხანძრე - მაშველი იმყოფება და ხანძრის ლიკვიდაცია მიმდინარეობს.
უწყების ინფორმაციით, სალიკვიდაციო სამუშაოებში სასაზღვრო პოლიციის ერთი ვერტმფრენი მონაწილეობს.
შეგახსენებთ, რომ ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი რამდენიმე დღის წინაც გაჩნდა.
იხილეთ ვიდეო: ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია

























