ოზურგეთში მამაკაცმა პოლიციის მანქანას ნაჯახი ჩაარტყა

ოზურგეთში, მამაკაცმა პოლიციის მანქანას ნაჯახი ჩაარტყა. პოლიციამ მამაკაცი ადგილზე დააკავა.

არსებული ინფორმაციით, მამაკაცი ჯერ ეკლესიაში ნაჯახით შევარდა, სადაც ხატები და საეკლესიო ინვენტარი დააზიანა.

სამართალდამცველებმა მისი შეკავება სცადეს, რის შემდეგაც მამაკაცმა ნაჯახი პატრულის მანქანას ჩაარტყა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო