"ქართული მარშის" გენერალური მდივანი "თბილისი პრაიდის" წარმომადგენლებთან შეხვედრას ითხოვს

“ქართული მარშის" გენერალური მდივანი, ირაკლი შიხიაშვილი "თბილისი პრაიდის" შენობასთან მივიდა.

ის ხვალ დაგეგმილ ე.წ. ღირსების მარშთან დაკავშირებით ორგანიზატორებთან შეხვედრას მოითხოვს, რათა გააცნოს მოსაზრებები, თუ რატომ არ უნდა გაიმართოს ხვალ აქცია. მან შესაბამისი მოთხოვნით წერილი "თბილისი პრაიდის" შენობაში დატოვა.

"მე მოვედი მარტო, ერთი კაცი და პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით ვსაუბრობ. პოლიციასაც მოგმართავთ, ძალადობის არავითარი საფრთხე არ არსებობს. მაქვს სურვილი მათ წარმომადგენლებს გავესაუბრო, თაბაგარს, ხოშტარიას თუ სხვებს. იმედია, არ დაიმალებიან", - განაცხადა შიხიაშვილმა.

მისი თქმით, ქვეყანაში შფოთვა და დესტაბილიზაცია არავინ არ უნდა გამოიწვიოს.

"თუ ჩვენს მოწოდებას არ გაითვალისწინებენ, წარმოაჩენენ თავიანთ სახეს, რომ მათი მიზანი ის კი არ არის, საკუთარი უფლებები დაიცვან, ჩვენ ვაფიქსირებთ, რომ მათი უფლებები დაცული უნდა იყოს, მაგრამ არ უნდა ხდებოდეს ჩემი ღირსებისა და ღირებულებების შეურაცხყოფის ფასად",-განაცხადა შიხიაშვილმა.

მან არ გამორიცხა, რომ ხვალინდელ აქციაზე შესაძლოა დაპირისპირება მოხდეს.

როგორც შიხიაშვილი აღნიშნავს, ის დღეს სწორედ იმიტომ მოვიდა მარტო, რომ დიალოგის გზით შესაძლო დაპირისპირება თავიდან აირიდონ.

"ვაფიქსირებ ჩვენს მაღალ საზოგადოებრივ შეგნებას, რომ არ მოხდეს ხვალ რაიმე ტიპის დაპირისპირება ან ექსცესი, რომელიც მიგვიყვანს შფოთვამდე და დაპირისპირებამდე, ამას წინაპირობად უნდა ჰქონდეს საუბარი", - განაცხადა შიხიაშვილმა. მისი შეფასებით, "თბილისი პრაიდთან" დაკავშირებით საპატრიარქოს სწორი პოზიცია აქვს და ისინი ხვალ ქაშვეთის ეკლესიაში შეიკრიბებიან.

"რა თქმა უნდა, საპატრიარქოს და პატრიარქის მოწოდებას შევუერთდები",-განაცხადა შიხიაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ “თბილისი პრაიდის” კვირეული 1-ელ ივლისს გაიხსნა, 5 ივლისს კი „თბილისი პრაიდი" „ღირსების მარშს" გამართავს. "ღირსების მარშის" სლოგანი "გამოდი სოლიდარობისთვის" იქნება.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს