ფოთის მერიამ დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები დაიწყო

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით, კლინიკაში „ლაზიკამედი“- დაწყებითი კლასის მოსწავლეთა პროფილაქტიკური გამოკვლევები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მუნიციპალიტეტი მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კონსულტაციებს ბავშვთა ორთოპედ-ტრავმატოლოგი ირაკლი რობაქიძე და ოფთალმოლოგი ქეთევან გიორგიძე ატარებენ.

„ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მერის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტყებუჩავა ჩატარებული კვლევების შედეგებს გაეცნენ. პროგრამის მიზანია თვალის პათოლოგიების გამოვლენა და პრევენცია, სქოლიოზის გამოვლენისა და პრევენციის მიზნით ორთოპედის კონსულტაცია და ხერხემლის რენტგენოლოგიური კვლევა. ქვეპროგრამა ითვალისწინებს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დაწყებითი კლასების მოსწავლეების პროფილაქტიკურ გამოკვლევას, აღნიშნულ ასაკობრივ ჯგუფში გავრცელებული პათოლოგიების, კერძოდ, თვალისა და ხერხემლის(სქოლიოზის) პათოლოგიების პრევენციის მიზნით.

აღნიშნულ მომსახურებას ტენდერში გამარჯვებული კლინიკა „ლაზიკამედი“ ახორციელებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა