ბორჯომის მერია ახალ კამპანიას იწყებს, სახელწოდებით „მწვანე ქალაქის მეგობრები“

ბორჯომის მერია, მერის მოვალეობის შემსრულებლის დავით ზაალიშვილის ინიციატივით ახალ კამპანიას იწყებს, სახელწოდებით „მწვანე ქალაქის მეგობრები“. ინფორმაციას ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, კამპანიის მიზანი მოსახლეობის გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებაა. კამპანიის ფარგლებში მოხდება მუნიციპალიტეტის მასშტაბით საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურებული ტერიტორიის გამოვლენა და მოქალაქეების ჩართულობით მისი დასუფთავება.

„ბორჯომის მერია მოგიწოდებთ გახდეთ მწვანე ქალაქის მეგობრები, თქვენს უბნებში შექმნათ ჯგუფები, მოიძიოთ შესაბამისი ადგილი, ჩაატაროთ დასუფთავების აქცია და ჩაწეროთ ვიდეო მიმართვა, სადაც ქალაქის რომელიმე უბნის/სოფლის მცხოვრებლებს ან მერიის სამსახურებს გამოიწვევთ.

ვიდეო უნდა აიტვირთოს მოქალაქეების პირად Facebook გვერდებზე ჰეშთეგით #ბორჯომისმერია #კამპანია #მწვანექალაქისმეგობრები და მონიშნოს ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერიის Facebook გვერდი.

ასევე შეგიძლიათ, აქციის ამსახველი ფოტოები და ვიდეო მასალა გამოგვიგზავნოთ Facebook გვერდზე. კამპანიის სიახლეები პერიოდულად განთავსდება ბორჯომის მუნიციპალიტეტის Facebook გვერდსა და ვებ-გვერდზე, ყველაზე აქტიური მოქალაქეები დაჯილდოვდებიან.

ერთად ვიზრუნოთ ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე !“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს