ტყიბულში მესამე დღეა მეშახტეების გაფიცვა გრძელდება

ტყიბულში მესამე დღეა მეშახტეების გაფიცვა გრძელდება. მეშახტეების მოთხოვნაა ხელფასის 300 ლარით მომატება.
კომპანია „საქნახშირი" მეშახტეებს ხელფასის ბონუსური სისტემით მატებას სთავაზობს, რასაც მეშახტეები არ თანხმდებიან.
ამ დრომდე კომპანიასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება არ შემდგარა. გაფიცული მეშახტეები მინდელის სახელობის შახტთან არიან შეკრებილი, ისინი ამბობენ, რომ თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ოთხშაბათს ტყიბულის ცენტრში მასშტაბურ აქციას გამართავენ.

























