ნათია თურნავა - ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა, ჟურნალისტებზე თავდასხმა

„ყოვლად მიუღებელია ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლა, ჟურნალისტებზე თავდასხმა და რასაკვირველია, ვგმობთ ამ ძალიან სამწუხარო ფაქტს“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციის მონაწილეების მხრიდან მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის ფაქტის კომენტირებისას.

ეკონომიკის მინისტრის თქმით, ეს არის პირადად მისი და მთავრობის დამოკიდებულება ამ ფაქტის მიმართ.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება მთლიანად მიმართულია იქითკენ, რომ არსებული რისკები, რის შესახებაც ჩვენ უტყუარი ინფორმაცია გვაქვს, თავიდან იყოს არიდებული, არ მოხდეს დაპირისპირება, არ მოხდეს ძალადობა", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა