საია 5 ივლისს დაზარალებული ჟურნალისტების უფლებებს იცავს

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია” (საია) 5 ივლისს დაზარალებული 11 ჟურნალისტის საქმეში უკვე ჩაერთო. მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის, მათზე განხორციელებული ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებზე გამოძიება დაწყებულია.

როგორც საიაში აღნიშნავენ, ამ ეტაპზე დაზარალებულის სტატუსი მინიჭებული აქვს მათგან 2 ჟურნალისტს.

„აღსანიშნავია, რომ საგამოძიებო ორგანოები აქტიურად უკავშირდებიან დაზარალებულ ჟურნალისტებს მათი გამოკითხვაზე დაბარების მიზნით, თუმცა, ეს პროცესი არაორგანიზებულ სახეს ატარებს, შეთანხმებულ დროს არ იწყება გამოკითხვის პროცესი. ამასთან, პირველ ეტაპზე დაზარალებულები თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე პოლიციის განყოფილებაში დაიბარეს, თუმცა, მოგვიანებით გამოკითხვის ადგილი შეიცვალა.

მნიშვნელოვანია, საგამოძიებო ორგანომ დროულად, ეფექტიანად და ორგანიზებულად აწარმოოს ძალადობის და ხელშეშლის ყველა ეპიზოდის გამოძიება, მათ შორის, დისკრიმინაციული მოტივის გამოკვეთის მიმართულებით. ამასთან, გამოძიება უნდა დაინტერესდეს და მისცეს სამართლებრივი შეფასება, რამდენად ეფექტიანად იყო დაგეგმილი და აღსრულებული საპოლიციო ძალების მობილიზება და მოქმედებები, მოვლენების ძალადობრივი განვითარების თავიდან ასარიდებლად საია განაგრძობს დაზარალებული ჟურნალისტების საქმეებზე მუშაობას და პერიოდულად მიაწვდის საზოგადოებას განახლებულ ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ“,-აღნიშნულია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის