ნინო ბურჯანაძე - საომარი მოქმედებები ისე მთავრდება, რომ 40-47 ჟურნალისტი არ არის დაზარალებული, გუშინ ჟურნალისტების სასტიკი ცემა ხელისუფლებისთვის უმძიმესი შავი ლაქაა

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, გუშინ თბილისში ჟურნალისტების თავდასხმასთან დაკავშირებული მოვლენები მოქმედი ხელისუფლების პასუხისმგებლობა და უმძიმესი შავი ლაქაა. როგორც ბურჯანაძემ „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ჟურნალისტებზე თავდასხმა თავისუფალი მედიისა და ჟურნალისტების დაშინების მიზანმიმართული მცდელობა იყო, რაც დაუსჯელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს.

„მინდა საგანგებო განცხადება გავაკეთო იმ მოვლენებთან დაკავშირებით რაც გუშინ ჟურნალისტებთან დაკავშირებით განვითარდა. მინდა ვთქვა, რომ რასაც ჩვენ გუშინ ვუყურებდით იყო სამარცხვინო ჩვენი ქვეყნისთვის, ეს იყო ძალიან შემაშფოთებელი. მინდა პირველ რიგში ჟურნალისტებს სოლიდარობა გამოვუცხადო და ვთქვა რომ 21-ე საუკუნეში ასეთი მასიური თავდასხმა ჟურნალისტებზე, არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი. საომარი მოქმედებები ისე მთავრდება, რომ 30, 40 და 47 ჟურნალისტი არ არის დაზარალებული. გუშინ თბილისის ცენტრში ჟურნალისტების სასტიკი ცემა ამ ხელისუფლებისათვის უმძიმესი შავი ლაქაა და ეს მათი პასუხისმგებლობაა. სრულიად ნათელია, რომ ეს იყო მიზანმიმართული თავდასხმა ჟურნალისტებზე, ეს იყო თავისუფალი მედიის და ჟურნალისტების დაშინების მცდელობა რაც დაუსჯელი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დარჩეს. მოვუწოდებ ყველას, რომ პირველ რიგში სოლიდარობა გამოუცხადოს ჩვენს ჟურნალისტებს და ამავდროულად მოვითხოვოთ ხელისუფლების დასჯა იმისათვის, რომ თავისუფალი მედიის წარმომადგენლებზე უპრეცედენტო შეტევა მოხდა. ეს არ იყო სპონტანური და შემთხვევითი, ეს იყო საგანგებოდ გაცემული ბრძანების შედეგი და ეს ბრძანება თავისუფალი მედიის დასჯაში მდგომარეობდა", - განაცხადა ბურჯანაძემ.

პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის განცხადებით, გუშინ თბილისში გამოყვანილი სამართალდამცავი სტრუქტურების რაოდენობამ და მათმა მუშაობამ, ნათლად აჩვენა, რომ ხელისუფლებას დაპირისპირების თავიდან აცილება საერთოდ არ უნდოდა.

„რამდენადაც მე ვიცი ცალკეული სამართალდამცავები ცდილობდნენ ეს სამარცხვინო თავდასხმები აღეკვეთათ, თუმცა გუშინ სამართალდამცავი სტრუქტურების მუშაობაში და ქალაქში მათი იმ რაოდენობით გამოყვანა რა რაოდენობაც იყო, ნათლად აჩენს, რომ ხელისუფლებას საერთოდაც არ უნდოდა დაპირისპირების თავიდან აცილება. ხელისუფლებამ გუშინ სადამსჯელო ოპერაცია ჩაატარა, ოღონდ 20 ივნისისგან განსხვავებით არა სამართალდამცავების ხელით, არამედ მობილიზებული აქტივისტების ხელით. ყველამ ვიცით, რომ ამ ადამიანების დიდი ნაწილი რეგიონებიდან იყო ჩამოყვანილი და ეს გამოყენებული იყო როგორც ოპოზიციის განსხვავებული აზრის და მედიის დასჯის მექანიზმი. ლგბტქ თემა ხელისუფლებამ გამოიყენა, ისე, როგორც წინა არჩევნების დროს „გარეჯი საქართველოა“ გამოიყენა. გუშინ უკვე არაფერ შუაშია აღარ იყო ლგბტქ თემა, რადგან „პრაიდი“ უკვე აღარ ტარდებოდა და ეს გაცხადებული იყო. შესაბამისად, არანაირი დაპირისპირება უკვე აღარ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ხელისუფლებას უნდოდა, რომ საზოგადოებისათვის შთაეგონებინა, თითქოს და ის არის ქართული ფასეულობების დამცავი და ყველა დანარჩენი, ასე ვთქვათ სხვა ტიპის ფასეულობების დამცველია. აი ამის გათამაშება უნდოდა გუშინ ხელისუფლებას და ამ საფარქვეშ მან გამოიყენა და დასაჯა ჟურნალისტები, აიღო კარვები და ამავე საფარქვეშ შეეცდება ჩაატაროს არჩევნები. ძალიან სამწუხარო იქნება თუ ადამიანები წამოეგებიან იმ მახეს, რომელიც ხელისუფლებამ გუშინ დააგო“, - განაცხადა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ რომ, 5 ივლისს „თბილისი პრაიდის" მოწინააღმდეგეების აქცია გაიმართა, სადაც იმყოფებოდა სასულიერო პირების ნაწილი და მრევლი. აქციის მიმდინარეობისას არაერთი დაპირისპირება მოხდა. აქციის მონაწილეები ფიზიკურად უსწორდებოდნენ მედიის წარმომადგენლებს.

ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ეკონომიკური სანქციის რაობა: დაგროვილი მასალისა და პრაქტიკული დაკვირვების საფუძველზე
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს
ავტობუსის ზოლში მოძრავი ახალი Taxi კატეგორია Bolt-ის აპლიკაციაში
„სპანჯბობი“ და „კუ ნინძა“ პატარებს მთაწმინდის პარკში, „დიჯიტალ ტვ“-ის სივრცეში ელოდებიან
Hilton Garden Inn Tbilisi Riverview თბილისში 2023 წლის ივლისში გაიხსნება
რომპეტროლი „BREATH Georgia“-სთან თანამშრომლობით კვლავ აგრძელებს სოციალური პასუხისმგებლობის კამპანიას