სახალხო დამცველი - მივმართავ შსს-ს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გავრცელებული ვიდეომასალის გაშიფვრა და მოახდინონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მედიის მიმართ თავდასხმას გმობს და შინაგან საქმეთა სამინისტროს დროული და ეფექტური გამოძიებისგან მოუწოდებს. როგორც მან განაცხადა, წინა წლებში მსგავსი ძალადობრივი ფაქტების დაუსჯელობამ წაახალისა დღევანდელი აქციის მონაწილეები. ამასთან, ომბუდსმენის შეფასებით, უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან პრაქტიკულად, გაათაბრა ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები უფლებრივად.

„დღეს ჟურნალისტები იყვნენ უფლებადამცველები, რომელთა ადგილზე მართლაც გმირულმა მუშაობამ უზრუნველყო ის, რომ პრევენცია გაუკეთა თუნდაც უარესი მოვლენების განვითარებას და ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ძალადობრივი მოვლენების დოკუმენტირება მოახდინეს ჟურნალისტებმა. მინდა მივმართო შსს-ს, დაუყოვნებლივ, დღესვე დაიწყონ გავრცელებული ვიდეომასალის გაშიფვრა და მოახდინონ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, ვინც ძალადობდნენ მშვიდობიან მოქალაქეებზე, ჟურნალისტებზე. უახლოეს პერიოდში მოგვაწოდონ ინფორმაცია, თუ რა ღონისძიებები გაატარეს ამ ადამიანების იდენტიფიცირებისთვის და სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემისთვის.

ასევე მინდა ვთქვა, რომ წინა წლებში, მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით არ მომხდარა სათანადო სამართლებრივი რეაგირება სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან. ყველა შემთხვევაში, მსგავსი ძალადობრივი, სიძულვილით მოტივირებული ფაქტები დაუსჯელი რჩებოდა. მიმაჩნია, რომ სწორედ ამ დამოკიდებულებამ წაახალისა დღევანდელი ქმედებები. ასევე უკიდურესად მიუღებელი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება, რომლითაც მან პრაქტიკულად, გაათაბრა ძალადობრივი და მშვიდობიანი ჯგუფები უფლებრივად. ცალსახად მინდა აღვნიშნო, რომ ყველა ადამიანს აქვს უფლება, გამოხატოს საწინააღმდეგო აზრი, მათ შორის „პრაიდის“ ორგანიზებასთან დაკავშირებით და დააფიქსიროს ეს მშვიდიბიანი ფორმით, მაგრამ ცალსახაა, ეს ადამიანები უკვე აანონსებდნენ ძალადობრივ ქმედებებს და დილიდანვე დაიწყეს ძალადობრივი ქმედებები“, - განაცხადა ლომჯარიამ.

ომბუდსმენის შეფასებით, ასევე არასწორი იყო „თბილისი პრაიდის“ გამართვის პოლიტიკურ ჭრილში განხილვა, რამაც კიდევ უფრო დაამძიმა და წაახალისა არსებული ფონი.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
„ორიენტირი ლისი“ - 24 ოჯახზე გათვლილი უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
დაპორტირდი „სილქნეტში“ სპეციალური პირობით და გამოცადე 5G მობილური ინტერნეტი