ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ინტერაქტიული რუკა ამოქმედდა

ქუთაისის მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე ინტერაქტიული რუკა ამოქმედდა. ამის შესახებ ინფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

ინფორმაციის თანახმად, ვებგვერდის ინტერაქტიული რუკა map.kutaisi.gov.ge არის მოქალაქეების ინფორმირების და ქალაქ ქუთაისის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის დაგეგმვაში მოქალაქეთა ჩართვის ინსტრუმენტი.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, მედიისთვის დღეს ინტერაქტიული რუკის პრეზენტაცია მერიის ადმინისტრაციის უფროსმა პეტრე ადამაძემ გამართა. ინტერაქტიული რუკის საშუალებით შესაძლებელია მოქალაქეებმა მიიღონ კომპეტენტური, ზუსტი და სანდო ინფორმაციები ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

ამასთანავე, მოსახლეობას ეძლევა საშუალება თავად ჩაერთონ ქალაქის მოვლა-პატრონობაში და მათ მიერ შემჩნეული პრობლემების შესახებ ადგილობრივ ხელისუფლებას აცნობონ.

„იმედი გვაქვს, მოსახლეობა აქტიურად ჩაერთვება ამ პროცესში და ინტერაქტიული რუკის შესაძლებლობებს მიზნობრივად და ეფექტურად გამოიყენებს”, - განაცხადა პეტრე ადამაძემ.

უწყების ცნობით, ინტერაქტიული რუკა პირველ ეტაპზე სატესტო რეჟიმში იმუშავებს. რუკის მენეჯმენტს განახორციელებს მერიის ადმინისტრაცია, შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა