„თბილისი პრაიდი“ - გვსურს, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მედიის წარმომადგენლებს

„თბილისი პრაიდი“ სოლიდარობას უცხადებს მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ.

როგორც გავრცელებულ განცხადებაში განმარტავენ, მათთვის აღსანიშნავია ის გამბედაობა, სოლიდარული და პასუხისმგებლიანი სამოქალაქო პოზიცია, რომელიც მედიამ გამოიჩინა „პრაიდის“ კვირეულის გაშუქებისას.

“5 ივლისს, ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის შედეგად დაშავდა 50-მდე ჟურნალისტი და მედიის წარმომადგენელი. გვსურს, სრული მხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მედიის წარმომადგენლებს, რომლებიც თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დაშავდნენ. გვინდა განსაკუთრებულად აღვნიშნოთ ის გამბედაობა, თავდადება, სოლიდარული და პასუხისმგებლიანი სამოქალაქო პოზიცია, რომელიც მედიამ გამოიჩინა „პრაიდის“ კვირეულის გაშუქებისას და ქვიარ თემის მხარდასაჭერად“,- აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი ევროკავშირის Artificial Intelligence Skills Alliance-ის ARISA-ს წევრი გახდა
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო