უცხოური მედია თბილისში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში სექსუალური ორიენტაციის დისკრიმინაცია უკანონოა, ქვეყანა კვლავ ძალიან კონსერვატიულია, - ამის შესახებ აღნიშნულია BBC-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში: „თბილისი პრაიდის მარში ულტრა-მემარჯვენეების მიერ ოფისებზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ გაუქმდა.“

გამოცემის ცნობით, ეს თბილისში LGBTQ საზოგადოებაზე თავდასხმის პირველი შემთხვევა არ ყოფილა.

„2019 წელს ულტრა-მემარჯვენე დემონსტრანტებმა აქცია გამართეს პირველი ქართული LGBTQ ფილმის პრემიერის წინააღმდეგ,“- აღნიშნულია სტატიაში.

„პრაიდის ღონისძიებები კვლავ სადავოა საქართველოში, კონსერვატიულ ქვეყანაში, სადაც ძლიერი მართლმადიდებლური ეკლესია შეეჯახა დასავლეთისკენ მიდრეკილ მთავრობებს პროგრესული სოციალური საკითხების გამო,“- წერს „ფრანს-პრესი“.

თბილისში განვითარებულ მოვლენებს აღწერს The Guardian-იც და წერს, რომ ეს ქალაქში “პრაიდის მარშის“ გამო დაწყებული ძალადობის პირველი შემთხვევა არაა.

„2013 წელს თბილისში, პრაიდის აღლუმზე თავდასხმის დროს მღვდლები მიუძღოდნენ ბრბოს, რომლებიც სკანდირებდნენ: "არა გეებს“. ძალადობამ შეარყია საქართველოს მცდელობები გააძლიეროს პროდემოკრატიული და ადამიანის უფლებების მანდატი მაშინ, როდესაც ქვეყანა ცდილობს უფრო ძლიერი კავშირები ჰქონდეს ევროპასთან,“- წერს The Guardian-ი.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის