მერეთში პროექტი „ახალგაზრდების ხმა მშვიდობისთვის“ ხორციელდება. როგორც გორის მერიის ინფორმაციაშია აღნიშნული, მისი მიზანი 14-დან 29- წლამდე ახალგაზრდების გაძლიერება და გააქტიურებაა.
პროექტის გახსნის ღონისძიებაზე, გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მერეთის საჯარო სკოლის ეზოში შეკრებილ ახალგაზრდებს წარმატებები, ინიციატივის ორგანიზატორებს კი ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი შესაძლებლობისთვის მადლობა გადაუხადა.
„გარდა გორისა, აღნიშნული პროექტი 2022 წლის ბოლომდე საქართველოს კიდევ 3 მუნიციპალიტეტში, ზუგდიდში, წალენჯიხასა და ბოლნისში განხორციელდება.
პროექტს ახორციელებენ ქეა კავკასია (CARE) და იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“. პროექტს, რომელის მხარდამჭერიც ავსტრიის განვითარების სააგენტოა (ADA), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობა (ADC) აფინანსებს“ , - ნათქვამია ინფორმაციაში.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"