ბათუმში ჟურნალისტებმა „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებულ მედიის წარმომადგენლებს სოლიდარობა გამოუცხადეს

ბათუმში სხვადასხვა მედიასაშუალების ჟურნალისტებმა, თბილისში, „პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე დაშავებულ ოპერატორებს, ჟურნალისტებსა და ფოტოგრაფებს სოლიდარობა გამოუცხადეს. როგორც შეკრებილებმა განაცხადეს, შესაბამისმა ორგანოებმა აქციისას მედიის წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ძალადობა სათანადოდ ვერ აღკვეთეს.

ჟურნალისტები ხელისუფლებას მიმართავენ და მოძალადეების დასჯას მოითხოვენ.

მედიის წარმომადგენლები საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებენ, რომ ჟურნალისტებს პროფესიული საქმიანობისას ხელი არ უნდა ეშლებოდეთ და მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ უნდა ემუქრებოდეს.

ცნობისთვის, „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეების თავდასხმების შედეგად მედიასაშუალებების 50-მდე თანამშრომელი დაშავდა.

ოთარ ჯანელიძე - რუსეთიდან შემომსვლელ მიგრანტებთან დაკავშირებით უნდა იგრძნობოდეს, რომ ვმოქმედებთ, როგორც სახელმწიფო
ქართული პრესის მიმოხილვა 26.09.2022
დიტერ ბოდენი - ქართულ-აფხაზური ურთიერთობების მოწესრიგების პროცესში საქართველო უნდა იყოს ლიდერი, სამწუხაროდ, ამ ეტაპზე ქართული მხრიდან ამას ვერ ვხედავ
სვისმედკომერსი - უმტკივენულო ანესთეზიის ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოს ბაზარზე
ლისის ტბაზე LISI VIBES გაიმართება
ლიბერთიმ მეთხილე ფერმერებისთვის ახალი აგროპროექტი დაიწყო
განახლებული ვაკის საცურაო აუზი ახალ სეზონს მასპინძლობს
ლიბერთის ახალი აქცია სამომხმარებლო სესხზე