ბადრი ჯაფარიძე - პირდაპირ დგება მთავრობის ხელმძღვანელის და შინაგან საქმეთა მინისტრის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხი

ეს არის კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი, რომელიც ჩაიწერა „ქართული ოცნების" მოღვაწეობის პერიოდში - გვიჩნდება ეჭვი, რომ იყო მითითება, პოლიციელებს არ მიეღოთ მონაწილეობა ამ დანაშაულების აღკვეთასა და პრევენციაში, - ამის შესახებ „ლელოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გუშინ, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო აქციაზე ჟურნალისტებზე ძალადობის ფაქტებს გამოეხმაურა.

მისი თქმით, პრემიერ- მინისტრისა და შს მინისტრის პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

„დილით ამას წინ უსწრებდა პრემიერ - მინისტრის განცხადება, რომელმაც წააქეზა ეს ძალადობრივი ჯგუფები, რომ ჩაედინათ ეს დანაშაულები, რაც ვნახეთ. აქედან გამომდინარე პირდაპირ ჩანს პოლიტიკური პასუხისმგებლობა. დღის განმავლობაში პოლიცია ფაქტობრივად აკვირდებოდა ამ ძალადობის ფაქტებს და არ იღებდა აქტიურ ზომებს, რომ ეს ამაზრზენი დევნა ჟურნალისტების მთელი ქალაქის მასშტაბით შეწყვეტილიყო და არა მხოლოდ ჟურნალისტების, არამედ გამვლელების, თუ თვალში არ მოუვიდოდათ და რომელიმე მათგანი არ იყო ისე ჩაცმული, როგორც მათ მოსწონთ, ისინი ხდებოდნენ ძალადობის მსხვერპლები.

პირდაპირ დგება პოლიტიკური პასუხისმგებლობა მთავრობის ხელმძღვანელის და შინაგან საქმეთა მინისტრის. გვიჩნდება ეჭვი, რომ იყო მითითება, ბრძანება მიცემული პოლიციელებზე, რომ არ ჩარეულიყვნენ, როცა ხედავდნენ, რომ ძალადობა ხდებოდა ჟურნალისტებზე, გამვლელებზე და ა.შ. შემდგომში რეაგირება რა თქმა უნდა მოხდა, დიდი დაგვიანებით. ჩანდა, რომ თითქოს იყო მითითება პოლიციელებზე, რომ მათ არ მიეღოთ მონაწილეობა ამ დანაშაულების აღკვეთაში და პრევენციაში“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა