ზურაბ ჯაფარიძე - თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები, ხმა ამოიღეთ! დღეს გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით

თუ მართლა რამე გინდათ ამ ცხოვრებაში, თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები, ხმა ამოიღეთ! დღეს 20:00 გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით, - ამის შესახებ „გირჩი - მეტი თავისუფლებას“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვისას განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინ განვითარებული მოვლენები ქვეყნისთვის კატასტროფაა.

“გუშინ რაც მოხდა არაა მარტივი, პატარა ამბავი, რაზეც შეიძლება, თვალი დახუჭო. გუშინ რაც მოხდა ამ ქვეყნისთვის კატასტროფა იყო! ეს იყო კარგად ორგანიზებული, კარგად დაგეგმილი სპეცოპერაცია. ესაა სიბნელე, რომელიც ამ ქვეყნის წინსვლას აფერხებს. ყველგან ამ სიბნელეს შევეჯახე, როგორც კედელს. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რომელი პარტია მოგწონთ, ესენი არიან ჩვეულებრივი ბნელები, „ზომბების“ მასა, რომელიც გამოზარდეს, რათა ასეთ დროს გამოიყენონ.

თუ მართლა რამე გინდათ ამ ცხოვრებაში, თუ მართლა გიყვართ საკუთარი შვილები, ხმა ამოიღეთ! დღეს, 20:00 საათზე გამოდით რუსთაველზე და ჩუმად დადექით, არც მიტინგი იქნება არც მიკროფონები იქნება, არც ბღავილი, არც მუსიკა, უბრალოდ, გამოდით“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ