აჭარის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება

მიმდინარე წლის 7 ივლისის დილის 10:00 საათიდან 9 ივლისის დილის 10:00 საათამდე აჭარის მუნიციპალიტეტში კერძოდ, ხელვაჩაურსა და ბათუმს მთლიანად, ხოლო ქობულეთის ნაწილს გაზმომარაგება შეუწყდება.ინფორმაციას კომპანია „სოკარი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, აბონენტებისთვის გაზმომარაგების შეწყვეტის მიზეზი, ავტობანის მშენებლობის არეალიდან საშუალო წნევის გაზსადენის გადაადგილება გახდა. აბონენტებს ბუნებრივი გაზის მიწოდება 9 ივლისის დილის 10:00 საათიდან, სამუშაოების დასრულებისთანავე, ეტაპობრივად აღუდგებათ.

„კომპანია „სოკარ ჯორჯია გაზი" ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის და აბონენტებს მოუწოდებს, დაკეტილ მდგომარეობაში იქონიონ ბინებში არსებული გაზის ონკანები და უყურადღებოდ არ დატოვონ გაზის დანადგარები.

დამატებითი ინფორმაციისთვის დარეკეთ „სოკარ ჯორჯია გაზი"-ს ცხელ ხაზზე: 16 114 ან ეწვიეთ ვებ-პორტალს www.mygas.ge”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა