სტიქიამ ყვარლის და საგარეჯოს რამდენიმე სოფელი დააზარალა

ყვარლის მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სოფლები: ახალსოფელი, ჩანტლისყურე, მთისძირი და ჭიკაანი მნიშვნელოვნად დააზარალა.

წინასწარი ინფორმაციით, ქარმა 50-ზე მეტ საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. ღამის განმავლობაში მოგლეჯილი ხეებისგან ჩახერგილი გზების გაწმენდა მიმდინარეობდა.

მუნიციპალიტეტის მასშტაბით დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზებიც. მერიაში აცხადებენ, რომ ზარალის დამთვლელი კომისია სტიქიით დაზარალებულ სოფლებში დილიდან უკვე მუშაობს.

სტიქიამ ასევე დააზარალა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, სადაც უხვმა ნალექმა შიდა საუბნო გზები ჩახერგა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა