საია-ს თავმჯდომარე - შსს-ს კვლავაც აქვს დიდი გამოწვევა, რომ ვერ ახერხებს გარკვეული ჯგუფების ძალადობის შეკავებას, ეს ყველაფერი კითხვებს და ეჭვებს აჩენს

შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავაც აქვს ძალიან დიდი გამოწვევა, რომ ვერ ახერხებს გარკვეული ჯგუფების ძალადობის შეკავებას და ეს ყველაფერი კითხვებს და ეჭვებს აჩენს, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნიკოლოზ სიმონიშვილმა ჟურნალისტებს გასული ორი დღის განმავლობაში თბილისში განვითარებული მოვლენების შეფასებისას განუცხადა.

როგორც სიმონიშვილი ამბობს, შესაძლებელია, რომ ის ძალები, რომლებმაც იძალადეს ბოლო დღეებში ძალიან ბევრ ადამიანზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე, არიან დაკავშირებული ხელისუფლებასთან.

„გუშინ ვნახეთ სამწუხარო ფაქტები. პოლიციის მოქმედებები შეიძლება უფრო ეფექტური იყო, ვიდრე გუშინწინ, მაგრამ ვერ ვიტყვით, რომ პოლიციის მოქმედებები ეფექტური იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს კვლავაც აქვს ძალიან დიდი გამოწვევა, რომ ვერ ახერხებს გარკვეული ჯგუფების ძალადობის შეკავებას და ეს ყველაფერი კითხვებს და ეჭვებს აჩენს. შესაძლებელია, რომ ის ძალები, რომლებმაც იძალადეს ბოლო დღეებში ძალიან ბევრ ადამიანზე, მათ შორის მედიის წარმომადგენლებზე მიზანმიმართულად, არის დაკავშირებული ხელისუფლებასთან. ძალიან ცუდი ფაქტები ვნახეთ ჩვენ ასევე ევროკავშირის დროშის ჩამოხსნის, თან ორჯერ. ეს ყველაფერი სიმბოლური აქტია იმისა, რომ ეს ადამიანები თავს ესხმიან იმ ღირებულებებს, რომელსაც ჩვენ, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები გვთავაზობენ",- განაცხადა სიმონიშვილმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა