ხათუნა სამნიძე - გუშინდელი დღე დასრულდა კვლავ იმით, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული მოძალადე ჯგუფები ვერ ან არ მართა

პარლამენტის დეპუტატის, ფრაქცია „შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით, სამართალდამცველებს ჰქონდათ მითითება, რომ ძალადობრივი ჯგუფებისთვის ევროკავშირის დროშის ჩამოხსნისას ხელი არ შეეშალათ, რაც იმის დემონსტრირებაა, რომ ამ ჯგუფების მიზანი ევროატლანტიკური ოჯახიდან საქართველოს დაშორებაა.

როგორც სამნიძემ გუშინ პარლამენტთან განვითარებული მოვლენების შეფასებისას ჟურნალისტებთან აღნიშნა, ხელისუფლებამ ძალადობრივი ჯგუფები ვერ ან არ მართა.

„გუშინდელი დღე დასრულდა კვლავ იმით, რომ ხელისუფლებამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართული მოძალადე ჯგუფები ვერ ან არ მართა. ბოლოს რაც ვიხილეთ, დროშის ჩამოხსნა და განადგურება, იყო დამადატურებელი, რომ სამართალდამცველ ორგანოებს ასეთი დავალება ჰქონდათ, რომ ხელი არ შეეშალათ ამ ჯგუფებისთვის. ეს არის ამ ჯგუფების ბრძანება, მიმართულება, რუსული, საპატრიარქოს მიერ მართული კონკრეტული ჯგუფები, რომლებმაც უნდა დააშორონ ეს ქვეყანა რაც შეიძლება სწრაფად, დიდი ნაბიჯებით ევროატლანტიკურ ოჯახს. მაგრამ ეს არ გამოუვა.

ჩემი აზრით, სამართალდამცველ ორგანოებს ჰქოდნათ მითითება, არ შეწინააღმდეგებოდნენ რადიკალურ ჯგუფებს, როდესაც ისინი დაიწყებდნენ უკვე მეორედ ევროკავშირის დროშის განადგურებას. ეს არის სიმბოლო, ჩვენება, დემონსტრირება იმისა, რომ ეს რადიკალური ჯგუფები გაჩერებას არ აპირებენ და მათი მთავარი სამიზნე არის ამ ქვეყნის დაშორება ევროპისგან. მაგრამ ეს არ გამოუვათ, რადგან ამ ქვეყანას არ მიატოვებენ ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიროები და ეს ქვეყანა რუსეთს და რუსეთის მიერ მართულ საპატრიარქოს არ დარჩება”,- განაცხადა სამნიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს