ეკა ზარნაძე კითხვაზე, არსებობს თუ არა სასამართლო სისტემაში პრივილეგირებული ჯგუფები - შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს, ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის ეკა ზარნაძის თქმით, სასამართლო სისტემაში, შესაძლოა, პრივილეგიებით მოსარგებლე ჯგუფი არსებობდეს. აღნიშნულის შესახებ მან იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც მისი მოსმენა მიმდინარეობს.

გავლენის ჯგუფების შესახებ ეკა ზარნაძეს პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა ჰკითხა. თავდაპირველად ბუჩუკური დაინტერესდა, რამდენად გამჭვირვალედ და სამართლიანად ხდება მოსამართლეთა დაწინაურება, რაც არის მოსამართლის ინდივიდუალური დამოუკიდებლობის ერთ-ერთი კრიტერიუმი.

„მე ნამდვილად ვერ გეტყვით ასე, რომ რაღაც პრობლემა გამოვყო, მაგრამ მე ვფიქრობ და ეს ძალიან შრომატევადი იქნება საბჭოსთვის, უნდა იყოს კონკრეტული კრიტერიუმი საბჭოსთვის დაწინაურებასთან დაკავშირებით. მხოლოდ ის, რომ პირველ ინსტანციაში იქნება 5 წელი ნამუშევარი და ამის შემდეგ შეიძლება დაწინაურება, ასე არ უნდა იყოს და შეფასების ის წესი, როგორც არის უზენაესი სასამართლოს კანდიდატის წარდგენა, იყოს მეორე ინსტანციაში დაწინაურებასთანაც დაკავშირებით. ეს ამ კითხვას აღარ წარმოშობდა, როცა იცი, რა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდე და ნახავ შეფასებას, სადაც მიეთითება რატომ მიიღე ნაკლები, არ მიიღე ხმა“, - განაცხადა ზარნაძემ.

ამის შემდეგ ბუჩუკურმა მას ჰკითხა სასამართლო სისტემაში, მაგალითად იუსტიციის საბჭოში არსებობს თუ არა პრივილეგირებული ან გავლენის ჯგუფები, რაზეც ზარნაძემ უპასუხა, რომ „შეიძლება ვიღაცას სცემდნენ უფრო მეტ პატივს რომელიმე საზოგადოებაში“ და სხვა შეფასებას მოსამართლეზე ვერ გააკეთებს. მას შემდეგ, რაც ბუჩუკურმა დააზუსტა, რომ გულისხმობს არა პატივისცემას, არამედ სისტემაში უშუალოდ პრივილეგირებული ჯგუფების არსებობის შესახებ აქვს კითხვა, ზარნაძემ მას უპასუხა, რომ ასეთი შეიძლება იყოს და ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გასცემს.

„შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს, ამაზე კონკრეტულ პასუხს ვერ გაგცემთ“,- განაცხადა ზარნაძემ.

ცნობისათვის, პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, დღეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ეკა ზარნაძესა და ლევან თევზაძეს უსმენენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო