ტყიბულში გაფიცული მეშახტეები მაჟორიტარ დეპუტატს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ

ტყიბულში გაფიცული მეშახტეები საქართველოს პარლამენტის წევრს, მაჟორიტარ დეპუტატ ბეჟან წაქაძეს, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მიმართავენ, მივიდნენ მათთან აქციაზე და გაეცნონ მათ მოთხოვნებს.
როგორც მეშახტეები აცხადებენ, მათთან ამ დრომდე ხელისუფლების წარმომადგენლები არ მისულან.
მეშახტეები დილიდან ტყიბულის მერიასთან არიან შეკრებილი. მათი მოთხოვნა ხელფასების 300 ლარით მომატებაა.

























